საკადრო ცვლილებები ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საპატრულო პოლიციაში

ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსები ჰყავს. შსს მინისტრმა სპეციალურ ბრძანებულებას მათი დანიშნვის შესახებ ხელი ორი დღის წინ მოაწერა.

ზუგდიდის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი კობა ხარებავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საპატრულო პოლიციის ახალი უფროსი აკაკი ხასაია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ.

ჯერჯერობით უცნობია განახორციელებენ თუ არა ახლადდანიშნული უფროსები საკუთარ უწყებებში საკადრო გადაადგილებებს, თუმცა ჯერჯერობით ამ მხრივ არანაირი ცვლილება არ ყოფილა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: რუსეთი აუცილებლად დამარცხდება და მოუწევს როგორც უკრაინული, ისე ქართული ტერიტორიების დაბრუნება
შემდეგი სტატია“ბოევიკების” მიერ გახსნილ ცეცხლს სამი ადამიანი ემსხვერპლა