საკადრო ცვლილებები აფხაზურ ხელისუფლებაში

აფხაზეთის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ციხეებში არიან, სასჯელს სამშობლოში მოიხდიან

საკადრო ცვლილებები აფხაზურ ხელისუფლებაშიაფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ახალი ვიცე-პრემიერი, ასევე ეკონომიკის და სოფლის მეორნეობის მინისტრები დანიშნა.
დე-ფაქტო პრეზიდენტის მიერ გაცემული ბრძანებულებით, ვიცე-პრემიერად დმიტრი სერიკოვი დაინიშნა, ის კომპანია „აკვაფონ GSM“ის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.
დე-ფაქტო ეკონომიკის მინისტრად ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი ადგურ არძინბა დაინიშნა, რომელიც აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეკონომიკური მმართველი იყო. ის, ასევე, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს.
დე-ფაქტო სოფლის მეურნეობის მინისტრად თიმურ ეშბა დაინიშნა, რომელიც 2011-2014 წლებში გულრიფშის რაიონს ხელმძღვანელობდა. 2011 წელს ის ასევე გულრიფშის სახალხო კრების დეპუტატად იქნა არჩეული. 1993 წელს ეშბა სოფელ მერხეულის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ აირჩიეს, 1995 წელს კი – სოფლის მეთაურად. ის დე-ფაქტო სეპარატისტული მთავრობის მიერ აფხაზეთის ომში დაჯილდოვებულია სახალხო გმირის წოდებით და მინიჭებული აქვს მედალი „თავდადებისთვის.“

banner
წინა სტატიაშიშალვა აბულაძის მეგობარ რამინ მამედოვს 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ეჭვმიტანილის დაკავება იყო ჩვენი ხელისუფლების ღირსების საქმე