საინფორმაციო სააგენტო “თაიმერი” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სამაუწყებლო კომპანია

პაატა ზაქარეიშვილი - მტერი, გიგლა აგულაშვილი - მოყვარე და ბიუჯეტისთვის დაკარგული 1,5 მილიარდი ევროსაინფორმაციო სააგენტო “თაიმერი” რუსთავი 2-თან დაკავშირებულ მოვლენებს აფასებს როგორც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საგანგაშო მცდელობას და მხარს უჭერს ტელეკომპანიას, როგორც მედია საშუალებას, რომლის უფლებები და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მმართველობის პერიოდში.
ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მონაპოვარი მედიის დამოუკიდებლობისა და სიტყვის თავისუფლების შესახებ, პირდაპირი გზაა იმ ევროპული ღირებულებებისაკენ, რომლისკენაც მიისწრაფვის ჩვენი ქვეყანა. ამიტომ ნებისმიერი მცდელობა, მედიას მუშაობაში ხელი შეეშალოს ნიშნავს მასზე ზეწოლას, რასაც სააგენტო “თაიმერი” მკაცრად ემიჯნება. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს და მედიის თავისუფლების, როგორც უმნიშვნელოვანესი ღირებულის დაცვის პრინციპებს.

banner
წინა სტატიაშიგალის რაიონის საბაჟოს უფროსი მოკლულია
შემდეგი სტატიაბომბი, რომელსაც რუსეთი იყენებს სირიაში+ფოტო