საინფორმაციო სააგენტო «თაიმერი»-ის განცხადება

საინფორმაციო სააგენტო «თაიმერი»-ის განცხადებამწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო და ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს. ათეულობით დაზარალებულ თანამოქალაქეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
მწუხარებას გამოვთქვამთ მოკლული ცხოველების გამო და იმედს ვიტოვებთ, რომ სიტუაციის დარეგულირების შემდეგ, ზოოპარკის ბინადრების მოკვლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყება.
მადლობას ვუხდით ყველა სამსახურებს, რომლებიც მთელი ღამე სტიქიას ებრძოდნენ, თითოეულ მოქალაქეს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვას ეხმარებოდა. მათ, ვინც დღეს მოხალისეებად შეიკრიბნენ და ემოციურად და ფიზიკურად ამ ძალიან მძიმე დროს ერთმანეთს ამხნევებს და გვერდში უდგას.

საინფორმაციო სააგენტო «თაიმერი»

banner
წინა სტატიაში,,ერთი დღით მაინც შეწყვიტეთ მაცდუნებელი თვითპიარი და დადუმდით,,
შემდეგი სტატია15 ივნისი თბილისში უქმედ გამოცხადდება