საია ღარიბაშვილის განცხადებას “რუსთავის ფოლადის” ყადაღაზე სასამართლოზე ზეწოლად აღიქვამს

პრემიერ-მინისტრი არასამთავრობოების კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა. ამჯერად ღარიბაშვილი „ახალგაზრდა იურისტების“ ხელმძღვანელმა, ანა ნაცვლიშვილმა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას არ უნდა გაეკეთებინა განცხადება :”რუსთავის ფოლადისთვის” ყადაღის მოხსნაზე სასამართლო პროცესის დასრულებამდე.

„ნებისმიერ შემთხვევაში რომ არ გაჩენილიყო ეჭვების გამოთქმის საფუძველი და ვინმეს არ გასჩენოდა მოსაზრება, რომ სწორედ პრემიერის განცხადებამ იქონია გავლენა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, უმჯობესიიქნებოდა პრემიერს თავი შეეკავებინა და არ გაკეთებინა განცხადება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს კანონებს, ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის პატივისცემას,“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ირაკლი რარიბაშვილმა „რუსთავის ფოლადისთვის“ ყადაღის დადების ფაქტს „დივერსიული“ უწოდა, მეორე დღეს კი სააპელაციო სასამართლომ ქარხანას ყადარა მოუხსნა.

banner
წინა სტატიაშინინო გვენეტაძე ღარიბაშვილის განცხადებას რუსთავის ფოლადის ყადაღაზე ზეწოლად არ აღიქვამს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – ხარძიანის მკვლელობის გამოძიებისთვის სამართალდამცავებს დრო უნდა მივცეთ