საია პრემიერს კონსტიტუციის დარღვევაში სდებს ბრალს

ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება შელახავს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ნორმებით გარანტირებულ სიტყვის თავისუფლებას, – ეს განცხადება საია-მ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ პრემიერმინისტრის მოწოდების შემდეგ შიდა ქართლის გუბერნატორი ჟურნალისტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

საქმე ეხება პრემიერის მოწოდებას, რომ შიდა ქართლის გუბერნატორმა ჟურნალისტს ცილისწამებისთვის უჩივლოს.

საია სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ განხილულ საქმეზე მიუთითებს, სადაც მედია საშუალებას ცილისწამებისთვის მოსკოვი 25 ათას რუბლს ედავებოდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, ადამიანის უფლებათა სასამართლო მსგავს შემთხვევებში საჯარო მოხელეებს თმენისკენ მოუწოდებს.

საიას მიაჩნია, რომ ტელეკომპანია თრიალეთის ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა იყო ჟურნალისტის მოსაზრების დაფიქსირება პროფესიული მოვალეობის შესრულებისას და პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ღია დისკუსიის თავისუფლად წარმართვის შესაძლებლობას.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატები სპორტის მინისტრის გადაყენებას ითხოვენ
შემდეგი სტატიაპრემიერი ფრაქცია ქართულ ოცნებას ხვდება