საზღვისპირა რეგიონში ვეტერანებისთვის ახალი სოფელი გაშენდება

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა საპილოტე პროექტი – “ვეტერანთა კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო გაერთიანება“ შეიმუშავა.

აღნიშნული პროექტი ვეტერანების უმუშევრობის მწვავე პრობლემის, მძიმე სოციალური ფონის და საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში არსებული სავალალო დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, პრემიერისა და მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა.

სახელმწიფო სამსახურმა “ფორტუნა ჰოლდინგთან” ერთად, საპარტნიორო ფონდის თანადგომითა და დაფინანსებით მოამზადა კვლევა, სადაც პირველ ეტაპზე 550 ვეტერანის ოჯახის დასახლებით შეიქმნება სასოფლო ტიპის კოოპერატივი.

აღსანიშნავია, რომ ვეტარანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ჩაატარა გამოკითხვა, რომლითაც დადასტურდა, რომ 20 ათასზე მეტ ვეტერანს აქვს სურვილი, საზღვრისპირას იცხოვროს.

პრემიერის ხელმძღვანელობით, ეკონომიკურმა საბჭომ მოიწონა აღნიშნული პროექტი. ამ ეტაპზე დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს ხელშეკრულების პროექტის მომზადება, რის შემდეგაც უმოკლეს დროში კონკრეტული სამუშაოები და საპილოტე პროექტში მონაწილე ვეტერანთა ოჯახების შერჩევა დაიწყება.

კანდიდატთა შერჩევასა და მომზადებას “ფორტუნა ჰოლდინგი” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად განახორციელებს.

banner
წინა სტატიაში„თუ პარლამენტი არ გამოხატავს პოზიციას, ეს ნიშნავს, რომ უმრავლესობა იღებს პასუხისმგებლობას“
შემდეგი სტატიაჰააგის გამოძიებაში ქართველთა ეთნიკურ წმენდას განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა