საზოგადოებრივ მოძრაობა “ივერიაში” აუდიტის სამსახური შევიდა

ინფორმაციას საზოგადოების წევრი ნიკოლოზ რურუა ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აუდიტმა “ივერიის” შემოწმება დაიწყო.

“აუდიტის სამსახურმა “ივერიის” შემოწმება დაიწყო, რაც ერთს ნიშნავს – “მეოცნებე” და რუსეთში აღზევებული ოლიგარქის პირადი მასაჟისტებით, მებუფეტეებით, კლერკებით, ნათესავებით, ოჯახის ახლობლებით და ხელის ბიჭებით დაკომპლექტებულ მთავრობას და მთლიანად ფორმალურ თუ არაფორმალურ ხელისუფლებას ჩვენი საკმაოდ ეშინია, რომ ასეთ ბინძურ მეთოდებს მიმართავს. დიდი მადლობა ასეთი აღიარებისთვის მათ!”, – წერს ნიკა რურუა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკოლოზ ვაშაკიძე კი ამ ფაქტს ორგანიზაციის წევრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას უკავშირებს.

„რა უბადრუკები არიან, გამოაცხადა თუ არა ვაშაძემ, რომ არჩევნებისთვის ვემზადებით, ეგრევე აუდიტი გამოგვიგზავნეს. მანამდე, 2 წელია, “ივერია” არც გახსენებიათ”, – აღნიშნავს ვაშაკიძე.

როგორც “პირWელს” აუდიტის სამსახურში განუცხადეს, საზოგადოება “ივერიაში” აუდიტის სამსახურის შესვლასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს მედიისთვის 19:00 საათისთვის გააკეთებენ.

banner
წინა სტატიაშილარმა გაუფასურება ისევ დაიწყო
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელმა ავღანეთში სამუშაო ვიზიტი დაასრულა