საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაზზე გადაიყვანეს?

ტრანსპორტის და გზების ასოციაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაზზე გადაყვანას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

არასამთვრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, თბილისისა და თბილისი-რუსთავის მიკროავტობუსები გაზზე გადაიყვანეს და ეს პროცესი გრძელდება.

მათივე ინფორმაციით, გაზის ბალონების დამონტაჯება კუსტარულად, უსაფრთხოებს სტანდარტების დარღვევით ხდება, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას ან ღრმა ორმოზე გადასვლის შემთხვევაში შესაძლოა, აფეთქების მიზეზი გახდეს.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია მგზავრების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას თბილისის მერს აკისრებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: სამწუხაროდ ეს იყო არაორგანიზებულობის ბრალი
შემდეგი სტატიააშშ-ში გაამართლეს ადამიანი, რომელიც 30 წელი ციხეში იჯდა