საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გვიმრაძე განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გვიმრაძემ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გვიმრაძემ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთასაზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გვიმრაძემ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

“მინდა პასუხი გავცე საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. პირველი- მინდა გითხრათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში დაკავებული ვიყავი ანალიტიკური საქმიანობით სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრში, რაც გულისხმობდა იმას, რომ მიწევდა და ვმონაწილეობდი სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებში, ასევე ვურთიერთობდი სხვადასხვა პოზიციის, ზოგჯერ ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი პოზიციის მქონე ადამიანებთან. ასევე დიახ, ვმონაწილეობდი სომხეთში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც ეძღვნებოდა პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციულ პროექტებს და ჩემი მოხსენება ეხებოდა ევროპული არჩევანის უალტერნატივობას. ხაზს ვუსვამ, ევროპული არჩევანის უალტერნატივობას. მეორე-რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, ამ ფორმაციის რუსეთის ფედერაციასთან მე მგონია, რომ საქართველოს ურთიერთობების მოწესრიგება არის შეუძლებელი, თუმცა ვადასტურებ რომ დიალოგის პროცესებში ვიყავი ჩართული, ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის პროცესებში ვიყავი ჩართული და მგონია, რომ დიალოგი არის შესაძლებლობა იმისა, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ნეიტრალიზება მოხერხდეს. და ბოლოს, ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს გაფორმებული ურთიერთობა ბრიტანეთში დაფუძნებულ ორგანიზაციასთან, საკონსულტაციო ორგანიზაციასთან, რომელიც 26 ოქტომბერს ჩამოვა საქართველოში და ჩვენ მათთან ერთად დავიწყებთ ახალი ევროპული ტიპის, ამასაც ხაზს ვუსვამ, ევროპული ტიპის საინფორმაციო სამსახურის, ინტეგრირებული, მულტიმედიური საინფორმაციო სამსახურის ჩამოყალიბებას, რაც მოგვცემს მიუკერძოებელი, უფრო მეტად მიუკერძოებელი და ობიექტური საინფორმაციო საქმიანობის წარმოების გარანტიას,”- განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.

გიორგი გვიმრაძე საქართველოს „ევრაზიულ კავშირში“ გაწევრიანების მომხრე და აქტიური მხარდამჭერია

შეგახსენებთ,  რომ პირველი ნიუსი – საქართველოსთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, 2014 წელს გვიმრაძე „ევრაზიული არჩევანის“ ლიდერთან არჩილ ჭყოიძესთან ერთად, ევრაზიული კავშირის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო, რომელიც ერევანში გაიმართა. როგორც ინფორმატორმა „პირველ ნიუსს“ უთხრა, შეხვედრებზე მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, მხარი საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას დაუჭირა.

კონფერენციის შემდეგ გაიმართა პრივატული ვახშამი, სადაც არჩილ ჭყოიძესთან ერთად, ვახშამს გიორგი გვიმრაძეც დაესწრო. შეხვედრაზე ასევე იყვნენ კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი ორგანიზაცია „რისის“ წარმომადგენლები. აღნიშნული ორგანიზაცია ანტიქართული განწყობებითაა ცნობილი.

ვახშმის მიმდინარეობისას, ევრაზიული კავშირის ერთ-ერთმა იდეოლოგმა საშა კრილოვმა, ჭყოიძეს და გვიმრაძეს საქართველოში ევრაზიული კავშირის პროპაგანდა სთხოვა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს რუს პოლიტიკოსებთან და დიპლომატებთან შეხვედრაზე, გვიმრაძემ მხურვალე პრორუსული ტექსტი წარმოსთქვა, რომელსაც კონფერენციაზე მსხდომი მონაწილეები ტაშით შეხვდნენ.

„ხელისუფლებამ ახალი მიზანი დაისახა, ააწყოს ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ნატოსთან ინტერგრაციის ფონზე რუსეთთან ურთიერთობების დალაგება შეუძლებელია. მეც ასე ვფიქრობ, ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებამ დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი ბატონი ზურაბ აბაშიძის სახით, ამიტომ მე იმედი მაქვს რომ რუსეთთან ურთიერთობები უფრო სწრაფად დალაგდება ვიდრე ამას პროდასავლური სკეპტიკები წინასწარმეტყველებენ“ – ციტატა გვიმრაძის გამოსვლიდან.

შენიშვნა: ფოტოებზე წარმოდგენილია შეხვედრები ვლადიმერ პუტინის მთავარი პროექტის “ევრაზიული კავშირის” იდეოლოგებთან

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი “გაზპრომთან” მოლაპარაკებების დაწყებაში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს გამორიცხავს
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციაში ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტთან დაკავშირებულ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრება