სავაჭრო ცენტრ “ისთ ფოინთის” ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

სავაჭრო ცენტრ ისთ ფოინთში, კინოთეატრის მოსაცდელში ჭერის ჩამოიშალასთან დაკავშირებით ისთ ფოინთის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

,,ისთ ფოინთის მესამე სართულის სხვენში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, რამაც ხანძარსაწინააღმდეგებო სპრინკლერების მექანიკური ჩართვა გამოიწვია. აღნიშნულის შედეგად მექანიკურად ამოქმედდა ხანძარსაწინააღდეგო სისტემა, რის გამოც სხვენში შეკიდული ჭერის დასველება და დონის დაწევა მოხდა.

საბედნიეროდ დაშავებული არავინ არ არის, ამ მომენტისთვის იცვლება დასველებული ჭერის ნაწილი და ხვალიდან კინოთეატრის მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდება. ამ მომენტისათვის ცენტრის დანარჩენი ობიექტბი ჩვეულებრივ აგრძელებენ ფუნქციონირებას!

ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის! ადევნეთ თვალი ჩვენს გვერდს შემდგომი განახლებებისთვის.

აქვე თხოვნით მივმართავთ საინფორმაციო სააგენტოებს გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ!“ – ნათქვამია ისთ ფოინთის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

banner
წინა სტატიაშირატომ დარჩა სუფთად ,,ნაციონალების,, ოფისი სენაკში? (+ფოტოები)
შემდეგი სტატიაშუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს