სავარაუდოდ მალაიზიური ბოინგის ნაწილების კვალს მიაგნეს

სავარაუდოდ მალაიზიური ბოინგის ნაწილების კვალს მიაგნეს

სავარაუდოდ მალაიზიური ბოინგის ნაწილების კვალს მიაგნესერთწლიანი ძებნის შემდეგ შესაძლოა, მალაიზიური ბოინგის ნაწილების კვალს მიაგნეს. ამის ვარაუდის საფუძველს იძლევა უახლესი აღმოჩენა ინდოეთის ოკეანის დასავლეთში. კუნძულ რეიუნიონზე ნაპოვნი თვითმფრინავის ფრთის ნაწილი ზუსტად ემთხვევა ჩამოვარდნილი ბოინგ 777–ის მოდელს.

მალაიზიამ სპეციალისტების ჯგუფი ადგილზე შესასწავლად უკვე გაგზავნა.

ექსპერტების აზრით, ამჯერად ალბათობა დიდია, რომ თვითმფრინავის ბურუსით მოცულ ისტორიას საბოლოოდ ნათელი მოეფინება.

გამოშვების დღიდან ბოინგ 777–ის მხოლოდ 5-მა თვითმფრინავმა განიცადა კატასტროფა და მათგან მალაიზიური ლაინერი ერთადერთია, რომელიც სწორედ ოკეანის თავზე დაიკარგა.

banner
წინა სტატიაში“ქვეყნას მართვა უნდა _ ასე მარტივად არ არის” _ ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა ახალი ელჩები დანიშნა