სავალუტო ფონდმა საბერძნეთს დახმარებაზე უარი უთხრა

საბერძნეთის ყველაზე მთავარმა მევალემ, მსოფლიო სავალუტო ფონდმა გამორიცხა ამ ქვეყანის შემდგომი ფინანსური დახმარება… ამის შესახებ სააგენტო ,,როიტერი,, იტყობინება.

ფონდის წარმომადგენლის განცხადებით, დახმარებაზე უარის მიზეზი, საბერძნეთის მიერ ივლისის დასაწყისში საერთაშორისი კრედიტორებისათვის ვალის არ გადახდაა.

,,შეუძლებელია დახმარების გაგრძლება საბერძნეთისთვის, რომელიც ისედაც დავალიანებაშია,, აცხადებს მსოფლიო სავალუტო ფონდი.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე მსოფლიო სავალუტო ფონდის დირეტორ-გამანაწილებელი კრისტინ ლაგარდი აცხადებდა, რომ მისი ფონდი საბერძნეთის მიერ თხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში მზად იყო დახმარებოდა ამ ქვეყანას.

banner
წინა სტატიაშიავია-გამანადგურებელი სუ-24М, რომელსაც ბობმები გადაჰქონდა აფეთქდა
შემდეგი სტატია,, ხაინდრავასნაირ მედროვეებზე, ფულის სუნს რომ მეზობელი პლანეტიდან გრძნობენ, სხვა რა ვთქვა,,