სავალუტო კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის, სათადარიგო გეგმაზე გადავიდეს

“სამინისტროს ჰქონდა და აქვს ორი სამოქმედო გეგმა,” – ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟუნრალისტებთან საუბრისას გააკეთა.

სერგეენკო ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში თუ სავალუტო კრიზისი გაღრმავდება სამინისტრო სათადარიგო გეგმაზე გადავა.

“სამინისტროს ჰქონდა და აქვს ორი სამოქმედო გეგმა იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის ზრდა მოხდება. კარგია, როცა ბოლო 10 დღის განმავლობაში PSP-მ გადადგა სასარგებლო და პარტნიორული ნაბიჯი, როდესაც გარკვეულ მედიკამენტებზე ფასები დასწია. საჭიროების შემთხვევაში ჩვენც ავამუშავებთ ჩვენს გეგმას,” – განაცხადა მინისტრმა დავით სერგეენკომ. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, სამინისტროს ალტერნატიული გეგმა რას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიროდის გაემგზავრება ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში?
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: ჩვენ გვაქვს ეს დოკუმენტი, კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ