საერთაშორისო ფესტივალი “ახალი ტალღა” იურმალას მაგივრად სოჭში ჩატარდება

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ახალი ტალღა” ამიერიდან ლატვიის ქალაქ იურმალას მაგივრად, რუსეთის ქალაქ სოჭში ჩატარდება. რუსული მედიის ინფორმაციით , ამის შესახებ კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა, ალექსანდრ ტკაჩევმა განაცხადა.
“მინდა ჩემი სიხარული გაგიზიაროთ. ჩვენ მოვიპოვეთ უფლება ვუმასპინძლოთ ფესტივალ “ახალ ტალღას”. მე ვთვლი, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პატარა გამარჯვება. ამით ჩვენ შევძლებთ დიდი რაოდენობით ტურისტი მოვიზიდოთ, შევავსოთ სასტუმროები და შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები”, – აღნიშნა ტკაჩევმა.
მისივე ინფორმაციით, ფესტივალის ჩატარების პრეტენდენტები ასევე იყვნენ კალინინგრადი და იალტა. ორგანიზატორებმა კი ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ არჩევანი სოჭზე შეაჩერეს.
ახალგაზრდა შემსრულებლების საერთაშორისო კონკურსი “ახალი ტალღა” ლატვიის ქალაქ იურმალაში 2012 წლიდან ტარდებოდა. კონკურსის დაფუძნების ინიციატორები იყვნენ კომპოზიტორები რაიმონდ პაულსი და იგორ კრუტოი.
აღსანიშნავია, რომ საქართველო იურმალაში გამართულ კონკურსებში ყოველწლიურად მონაწილეობდა. “ახალი ტალღა” 2014-ის გამარჯვებული ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე გახდა.

banner
წინა სტატიაშივინ დაიკავებს უზენაესის სასამართლოს თავჯდომარის თანამდებობას?
შემდეგი სტატიარუსული ბაზის ჯარისკაცმა სომხური ოჯახი ჩახოცა