საერთაშორისო სავალუტო ფონდი: თუკი საბერძნეთი დროზე არ გადაიხდის ვალს, დეფოლტი ემუქრება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: თუკი საბერძნეთი დროზე არ გადაიხდის ვალს, დეფოლტი ემუქრება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: თუკი საბერძნეთი დროზე არ გადაიხდის ვალს, დეფოლტი ემუქრებასაერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგავმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ საბერძნეთს არანაირ გადავადებას არ გაუკეთებენ და ის დეფოლტის სიტუაციაში აღმოჩნდება.
«იმედი მაქვს ეს არ მოხდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს» – განაცხადა ლაგარდმა.
ამავე დროს, გერმანიის კანცლერმა ანჰელა მერკელმა განაცხადა, რომ საბერძნეთთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. ბუნდესტაგში გამოსვლისას მერკელმა თქვა, რომ გერმანია ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისათვის, რომ საბერძნეთი ევროზონის შემადგენლობაში დარჩეს, მაგრამ დაამატა, რომ ათენი რეფორმების გატარებას სერიოზულად უნდა მოეკიდოს.
«დარწმუნებული ვარ, რომ სურვილის შემთხვევაში ყველაფერი შეიძლება» – განაცხადა კანცლერმა.
უახლოესი ორი კვირის მანძილზე საბერძნეთმა თუ ვერ გადაიხადა დავალიანება, ის გამოაცხადებს დეფოლტს ვალის გამო, რომელიც 1,6 მილიარდს შეადგენს.
საბერძნეთმა ერთი გადავადება მაისში გააკეთა ივნისისთვის.

banner
წინა სტატიაში«სიძულვილისგან ჩადენილი» დანაშაული
შემდეგი სტატიასააკაშვილმა უკრაინის უშიშროება კონტრაბანდის ,,დაკრიშვაში,, დაადანაშაულა