„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება

saertashoriso gamwvirvalobaდღეს, 21 ოქტომბერს „რუსთავი 2“-ის საქმეზე მორიგ სასამართლო მოსმენამდე რამდენიმე საათით ადრე, არხის გენერალურმა დირექტორმა არასამათავრობო სექტორის, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების თანდასწრებით პირდაპირ ეთერში გააკეთა განცხადება მის წინააღმდეგ შანტაჟისა და უკანონო თვალთვალის განხორციელების შესახებ.

უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე ფაქტია, როდესაც მედიის წარმომადგენელი მასზე განხორციელებული უკანონო თვალთვალის შესახებ აკეთებს განცხადებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ეკა მიშველაძის განცხადებას, მიუხედავად არასამთავრობო სექტორის მოთხოვნისა, სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

„რუსთავის 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განხცადებაში საუბარია ცალსახად დანაშაულის შემცველ ფაქტებზე. შესაბამისად, სამართალდამცავ ორგანოებს პირდაპირ აკისრიათ ვალდებულება ამ ტიპის განცხადებაზე უსწრაფესი რეაგირება მოახდინონ. მხოლოდ ზოგადი განცხადებები გამოძიების დაწყების ან მაღალი თანამდებობის პირების მიერ საქმის პირად კონტროლზე აყვანის შესახებ ვერ იქნება დამაჯერებელი რეალური ქმედებების და შესაბამისი შედეგების გარეშე.

დროული და ადეკვატური რეაგირების არ არსებობის შემთხვევაში, გაჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ხელისუფლება გულგრილია მათდამი კრიტიკულად განწყობილი პირების მიმართ და სამართლის შერჩევითი გამოყენების მეშვეობით იგნორირებას უკეთესებს მათი კანონიერი ინტერესების დაცვის ვალდებულებას. ამგვარ სიტუაციაში ჩნდება გაცილებით უფრო მძიმე ეჭვებიც, რომ ხელისუფლება არათუ იგნორირებას უკეთებს ამგვარ პრობლემებს, არამედ თავად არის მსგავსი მუქარებისა და შანტაჟის ორანიზატორი. ამგვარი ეჭვების გაბათილება მხოლოდ დროული, ობიექტური და ადექვეტური რეაგირებით იქნება შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიას მთავარი პროკურატურა ხვალ დაკითხავს
შემდეგი სტატიაქიბარ ხალვაში 2010 წელს ტელეკომპანია “მაესტროს” მფლობელიც იყო