“საემიროებიდან საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდება,”- ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ნემცოვის ოჯახს და რუს ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდება. განცხადება ღარიბაშვილმა ამის შესახებ საქართველო- არაბეთის ბიზნეს ფორუმზე გამოსვლის დროს გააკეთა.

“არაბეთის გაერთიანებული საემიროების დელეგაციის ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დადასტურებაა იმის, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ინტერესი იზრდება. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ინვესტიციების მოცულობამ უკვე შეადგინა 700 მილიონი დოლარი. გასულ წელს ჩვენს შორის სავაჭრო ბრუნვაც გაიზარდა და მთლიანობაში დაახლოებით 220 მილიონ დოლარს მიაღწია,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით აბუ-დაბიში საქართველოს საელჩო გაიხსნება, დუბაიში კი – გენერალური საკონსულო.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, დუბაი საქართველოსთვის სამაგალითოა.

“დუბაი არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ჩვენთვის სამაგალითოა და ჩვენ მართლაც ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია ერთობლივად. დიდია საქართველოში ინვესტირების კუთხით ინტერესი, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით და ჩვენ გვაქვს უნიკალური ადგილები, სადაც შეიძლება ტურიზმის განვითარება, ასევე ისინი წყლის რესურსით არიან დაინტერესებული”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

არაბეთის გაერთიანებული საემიროებისა და საქართველოს ბიზნესფორუმი დადებითად შეაფასა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ. მინისტრის განცხადებით სამინისტრო უახლოეს პერიოდში დუბაიში ვიზიტს განახორციელებს.

“ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პოტენციალი ვაჭრობის გაუმჯობესების, რადგან სავაჭრო ბალანსი მაინცდამაინც დიდი არ არის. დაინტერესება არის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. პირველ რიგში კი, მეცხოველეობის კუთხით. ასევე იგეგმება საქართველოში დამატებითი ინვესტიციების ჩადება. არაბ ბიზნესმენებს უკვე ჰქონდათ ჩემს მოადგილესთან შეხვედრა, რომელთანაც კონკრეტული მიმართულებები განიხილეს. ვფიქრობ, მიმდინარე წელსვე იქნება თვალსაჩინო გარკვეული მიმართულებების კუთხით სურათი,”- განაცხადა ოთარ დანელიამ.

banner
წინა სტატიაშისავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ხვდებიან
შემდეგი სტატია„Financial Times“ საქართველოში არსებულ ვითარებაზე სტატიას აქვეყნებს