სად ხარ დღეს: სიმართლის თუ სიცრუის, გონიერების თუ უგუნურობის, მომავლის პერსპექტივის თუ წარსულის უიმედობის გვერდით

gociridze

ქვეყანამ დაკარგა შიდა იმუნიტეტი მოქნილობა ბიუჯეტი გახდა სხვანაირი -რომან გოცირიძეგავა დრო და ყველა წესიერ ადამიანს მოუწევს კითხვაზე პასუხის გაცემა: სად იყავი, როცა უჭირდა რუსთავი 2-ს? შეიძლება მოვლენები ისე განვითარდეს, რომ ჩვენი შვილების წინაშეც მოგვიწიოს პასუხის გაცემა.
რუსთავი ორის დამარცხების შემდეგ სულ სხვა ქვეყანაში აღმოვჩნდებით. უკვე ჩანს ამის ნიშნები. მერე უფრო ნათელი გახდება.
მთავრობას უნდა ეს მოვლენები ერთი პარტიის პრობლემად წარმოაჩინოს. ბეცი უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, რომ მთელი ქვეყანა განიცდის ამ უსამართლობას.
დიდი ხანია არა ვარ არცერთი პარტიის წევრი და არც პოლიტიკური ამბიციები მაქვს. ვდგავარ იქ, სადაც გული და სინდისი მკარნახობდს! ერთ დროს ყველა ქართველი სადღც იყო ან ვიღაცას უჭერდა მხარს. დღევანდელი ხელისუფლებაც ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრებითა და შევარდნაძის კადრებითაა წარმოდგენილი. არა არის მთავარი, გუშინ ვინ სად იყო. მთავარია, სად ხარ დღეს: სიმართლის თუ სიცრუის, გონიერების თუ უგუნურობის, მომავლის პერსპექტივის თუ წარსულის უიმედობის გვერდით.
გამოფხიზლდით. მერე არ შეგრცხვეთ!

რომან გოცირიძე

banner
წინა სტატიაშიწუხელ გვაინ ღამით „ნაციონალური მოძრაობის“ წალენჯიხის ოფისი დაარბიეს
შემდეგი სტატია“ეს იყო ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწის განაცხადი”- ნიკა გვარამია პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება