„სადაც არ არის არჩევანი, იქ არ არსებობს თავისუფლება“- გიორგი მარგველაშვილის საჯარო ლექცია ჯიპაში და ტრადიციული „სელფები“ ქვეყნის პირველ პირთან (ფოტოები)

????????????????????????????????????

„ჩვენი ქვეყნის მიერ დეკლარირებულია, რომ ჩვენ მივდივართ ევროპული გზით და სწორედ ამ მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯებს“,- ასე დაიწყო ქვეყნის პირველმა პირმა, გიორგი მარგველაშვილმა თავისი საჯარო ლექცია საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტში (GIPA), სადაც ქვეყნის ევროპული არჩევანის გზა სტუდენტებთან ერთად განიხილა.
„ჩვენ ამას ვარქმევთ სიტყვა არჩევანს. ეს სიტყვა კი ნათლად გამოხატავს მთავარ ღირებულებას როგორც ქვეყნისთვის, ასევე ინდივიდისთვის, არჩევანი უკავშირდება თავისუფლებას. სადაც არ არის არჩევანი, იქ არ არსებობს თავისუფლება.
ევროპა გვაძლევს შესაძლებლობას ვიყოთ ნაწილი სახელმწიფოთა გაერთიანებებისა, სადაც ერთდროულად დაცულია ბევრის ინტერესი, მაგრამ ამავე დროს ამ ცალკეულ სახელმწიფოებს აქვთ შესაძლებლობა შეინარჩუნონ თავისი თავი და თვითმყოფადობა.
ერთდროულად იყო დიდი გაერთიანების წევრი და ამავე დროს შეინარჩუნო შენი განსაკუთრებული თვითმყოფადი სახე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსნაირი ერისათვის. დღეს მიღებული გადაწყვეტილება ჩვენი ისტორიული არჩევანის შესახებ, განაპირობებს ჩვენი შთამომავლობის მდგომარეობას და ასევე უნდა განაპირობოს უწყვეტობა ჩვენი, როგორც სახელმწიფოსი და ერის“,- აღნიშნა პრეზიდენტმა სტუდენტებთან საუბრისას.
სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა. ამის შემდეგ ღონისძიების არაფორმალური ნაწილი დაიწყო, რომელსაც მუსიკალურად ჯიპას სტუდენტები, მომღერლები გვანცა ზაქარეიშვილი და თემო საჯაია აფორმებდნენ.
არც იფიქროთ, რომ ღონისძიებამ და პრეზიდენტის სტუდენტებთან სტუმრობამ ე.წ. „სელფის“ გარეშე ჩაიარა და შეიძლება ითქვას ასეთი ფოტოების გადაღების მსურველთა რაოდენობამ ლამის რეკორდი მოხსნა. აღსანიშნავია თავად პრეზიდენტის უშუალობა სტუდენტებთან, ჯიპას ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და სასიამოვნოდ მოსასმენი „რა თქმა უნდა“ ყოველი „სელფის“ თუ ჩვეულებრივი ფოტოს თხოვნისას. ასევე უნდა ავღნიშნოთ, პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლების თავისუფლება (თუმცა დიდი ყურადღებაც), რომლებმაც ყველა მსურველს მისცეს საშუალება თავისუფლად მისულიყვნენ პრეზიდენტთან. მხოლოდ ერთხელ სთხოვეს სტუდენტებს პრეზიდენტი სიგარეტს მოსწევს და შემდეგ გააგრძელეთ ფოტოების გადაღებაო. თხოვნასაც ძალიან შინაურული ფორმა და მიდგომა ჰქონდა და არა მბრძანებლური, რაც ბევრი პირველი პირის დაცვის თანამშრომლებისგან გვინახავს.
თუმცა მანამ სანამ, პრეზიდენტი ჯიპას ესტუმრებოდა და საინტერესო შეხვედრა დაიწყებოდა, ერთი შეხედვით მოკრძალებულ და ძალიან მნიშვნელოვან დისკუსიას, წინ რთული მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები საპასუხისმგებლო ღონისძიების ორგანიზატორებად დავინიშნეთ და ჩვენი ნერვიულობაც სწორედ აქედან დაიწყო. დარბაზი, ბანერები, ბრენდირებული ალმები და სტიკერები, ვერანდის დიზაინი, მუსიკოსები და ალაფურშეტი- ეს ერთი შეხედვით მცირე ჩამონათვალი ღონისძიების შემადგენელი ნაწილისა, უთვალავ მცირე დეტალს შეიცავდა, რომელსაც მუშაობის პროცესში თანდათანობით ვაწყდებოდით.
არ გეგონოთ ვწუწუნებთ, პირიქით დღეს ყველა ჩვენგანი ძალიან ამაყი და ბედნიერი იყო, რადგან ჯიპაში ჩვენ შევდექით როგორც მომავალი პიარ-მენეჯერები.
პ.ს. მადლობა პრეზიდენტს სტუმრობისთვის და მადლობა ჯიპას, რომ მოგვცა შესაძლებლობა ეს ღონისძიება დაგვეგეგმა.

სპეციალურად „თაიმერისთვის“:  თამთა გერგედავა;

ფოტოები: სალომე ზარიძე

 

margvela 1

????????????????????????????????????

margvela 3 margvela 4

????????????????????????????????????

margvela 7 margvela 8

????????????????????????????????????

????????????????????????????????????

????????????????????????????????????

????????????????????????????????????

margvela

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: ვფიქრობ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საჭიროებს გარდაქმნას
შემდეგი სტატიაშსს-მ დეპუტატ გიორგი კანდელაკის მანქანის გაქურდვის ფაქტი გახსნა