საგარეჯოში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი საია-ს ყოფილი ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი იქნება

თამარ ხიდაშელი: არსებით უპირატესობას ვფლობთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის “ქართული ოცნების” კანდიდატად თამარ ხიდაშელი წარადგინა.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” ოფისში დღეს, მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
თამარ ხიდაშელი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარეა.
საგარეჯოსა და მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ამ ორი რაიონის ამომრჩეველს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავს, რადგან მარტვილის მაჟორიტარი ნაული ჯანაშია რამდენიმე თვის წინ ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, საგარეჯოს მაჟორიტარი თინა ხიდაშელი კი თავდაცვის მინისტრი გახდა.

banner
წინა სტატიაშისენაკის საკრებულოს თავმჯდომარე იმპიჩმენტით გადააყენეს
შემდეგი სტატიამარტვილში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატად სოსო დანელია წარადგინეს