,,საგარეჯოში არჩევნები თამარ ხიდაშელმა მოიგო”

AGULASHVILI,,ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა საგარეჯოს რაიონში ამომრჩეველთა ხმების 52% დააგროვა. ამის შესახებ ,,თაიმერს” თამარ ხიდაშელის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიგლა აგულაშვილმა განუცხადა.
,,ყველა უბანი დათვლილია, ყველა უბნის ოქმი ჩვენს ხელთაა. ამ მონაცემებით ჩვენი კადიდატი 574 ხმით უსწრებს უშუალო კონკურენტს,  და ჯამში მას დაახლოებით 52% აქვს. ვფიქრობთ ამ მონაცემებს ჯერ საოლქო შემდეგ კი ცენტრალური საარჩევნო კომისია დაადასტურებს. საგარეჯოში არჩევნები თამარ ხიდაშელმა მოიგო”– განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
,,თაიმერი” დაინტერესდა რამდენი ხმა მოაგროვა ხიდაშელმა სპეც უბანზე სადაც ხმას სამხედროები აძლევდნენ – გიგლა აგულაშვილის თქმით მან სპეც უბანზე მოპოვებული ხმების ზუსტი რაოდენობა არ იცის.
,, ცალკე სპეც უბანი არ ითვლება ის ითვლება სოფელ უჯარმასთან ერთად. ხმები ამ უბანზე სამმა კანდიდატმა: ხიდაშელმა, ინაშვილმა და ანდღულაძემ აიღეს. თუმცა ჩვენს კანდიდატს აშკარა უპირატესობა ჰქონდა”– დასძინა აგულაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილის და თამარ ხიდაშელის საარჩევნო შტაბები თავიანთი კანდიდატების გამარჯვებაზე საუბრობენ- რა ხდება საგარეჯოში?
შემდეგი სტატიავინ აკეთებს უკრაინულ ,,ვიკილიკსს,,? (VIDEO)