“საგარეჯოს ყოფილი გამგებელი მოსახლეობას დაკავებით აშინებს თუ 41–ს არ შემოხაზავენ”

იორმუღალოში “პატრიოტთა ალიანსის” კოორდინატორის ვახო ბეგიაშვილის ინფორმაციით საგარეჯოს რაიონის აზერბაიჯანული სოფლების საარჩევნო უბნებზე სრული განუკითხაობაა. ამის შესახებ მან “თაიმერთან” საუბრისას განაცხადა.

“საერთო ჯამში 7 აზერბაიჯანული სოფელია და 12 საარჩევნო უბანი. გუშინ უბნებამდე მისასვლელი გზები მოხრეშეს, რათა მოსახლეობას თავისუფლად შესძლებოდა მისვლა არჩევნებზე. დღეს დილიდან კი “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს ავტობუსებით დაყავთ მოსახლეობა, პირდაპირ სახლებიდან გამოყავთ და ასე მიჰყავთ საარჩევნო უბანზე. საგარეჯოს ყოფილი გამგებელი გიორგი ლოლაძე მოსახლეობას დაკავებით აშინებს თუ 41–ს არ შემოხაზავენ”,– განაცხადა “თაიმერთან” საუბარში ვახო ბეგიაშვილმა.

მისივე განმარტებით, საარჩევნო უბნებზე მოსახლეობის მაღალი აქტივობა არ შეინიშნება.

banner
წინა სტატიაში“სულელურ საიტზე გამოქვეყნებულ ნაჯღაპნზე საქმის აღძვრა არასერიოზულია”, – გივი თარგამაძე
შემდეგი სტატიაარჩევნებზე მომხდარ ფაქტზე ადმინისტრაციული ძიება დაიწყო