“საგარეჯოს რაიონის პოლიციის უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს”

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ინფორმაციით, საგარეჯოს რაიონის პოლიციის უფროსი დავით ჭიაბერაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

პარტიის ინფორმაციით, ეს განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე გააკეთა.

როგორც „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი გოჩა თევდორაძე აცხადებს, არაერთხელ ჰქონდა ადგილი საგარეჯოში მიმდინარე საარჩევნო კამპანაში, დავით ჭიაბერაშვილის მხრიდან უხეშად ჩარევის ფაქტებს.

ამ თემასთან დაკავშირებით, რამოდენიმე დღის წინ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა და საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა თხოვნით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, პირად კონტროლზე აეყვანა აღნიშნული პიროვნების საქმიანობა და შეეჩერებინა საარჩევნო პროცესში პოლიციის მხრიდან უხეშად ჩარევის ფაქტები.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე მიიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საგარეჯოს რაიონის პოლიციის უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო საქართევლოს გარემოსა და ბეუნებრივი რესურსების სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მისცეს რეკომენდაცია, აღარ მოხდეს მათი მხრიდან, წინასაარჩევნო კამპანიაში არაკანონიერად ჩარევა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა
შემდეგი სტატიაპარლამენტში ხვალ სოზარ სუბარს ელოდებიან