საგარეო უწყება “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს პასუხობს

“ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა. ოფიციალური განცხადება facebook-ის გვერდზე უწყებამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიასთან დაკავშირებით უწყება მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე იყო გადასული და კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრული სამუშაოები ჩაატარა.

მოხდა საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისთვის სპეციალური ცირკულარით ინფორმაციის გაგზავნა ადგილსამყოფელი ქვეყნების ინფორმირების და მათგან შესაძლო დახმარების მობილიზების კუთხით.

რაც შეეხება არჩილ გეგეშიძეს, უწყების ცნობით, ინფორამცია, რომ 14 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი შვებულებაში გაემგზავრა, სიმართლეს არ შეესაბამება. განცახდების თანახმად, ელჩი ხვდებოდა დიასპორასა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმოადმგენლებს.

პირველივე დღეებში მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ინფორმირების მიზნით; ეროვნული გლოვის დღეს – 15 ივნისს, ამერიკაში საქართველოს საელჩომ გაატარა შესაბამისი პროცედურები და იღებდა თანაგრძნობისა და თანადგომის წერილებს.

ელჩმა სტიქიის დღეებში შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, სადაც მიაწოდა ინფორმაცია საელჩოში გახსნილი სპეციალური ანგარიშის თაობაზე, სადაც შესაძლებელი იყოს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მობილიზება.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და ალასანია მოითხოვენ, რომ ვლანძღოთ ძალოვანი უწყებები და მათ შორის პროკურატურა
შემდეგი სტატია“თაიმერი” და ტექნიკური უნივერსიტეტი სტიქიის კვალდაკვალ