საგარეო უწყებაში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომა მიმდინარეობს

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი გუნარ ვიგანდი.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტი წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირს შორის ინსტიტუციონალური თანამშრომლობის შუალედურ რგოლს და წელიწადში ერთხელ მაღალი თანამდებობის საჯარო მოხელეების დონეზე იკრიბება.
სხდომაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს შესაბამისი უწყებების, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლები. შეხვედრის დღის წესრიგი მოიცავს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ევროპული სამეზობლო პოლიტიკა და აღმოსავლეთ პარნტიორობა.
სხდომის ფარგლებში განიხილება საქართველო-ევროკავშრის თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები. კერძოდ, მხარეები მსჯელობენ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხზე. ასევე ყურადღება გამახვილდება საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგზე, განიხილავენ ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებობებს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და რეგიონული განვითარების სფეროებში.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, მაისში ტურისტების რაოდენობა 3 პროცენტით არის შემცირებული
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: წალენჯიხის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გამგეობის შენობასთან დაჭრეს?!