საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ნატოში ახალი წარმომადგენლის ვინაობა უახლოს ხანში გახდება ცნობილი

ნატოში საქართველოს ახალი წარმომადგენლის ვინაობა უახლოს ხანში გახდება ცნობილი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ დღეს განაცხადა.
როგორც დავით კერესელიძემ აღნიშნა, მართალია, ლევან დოლიძე დღეს ტოვებს ოფიციალურად პოსტს, მაგრამ ყველაფერს სჭირდება პროცედურები.
“ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ საკითხზე. რომ გითხრათ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამაზე არ მუშაობს, ეს იქნება დიდი დანაშაული. რა თქმა უნდა, ვმუშაობთ, რადგან ნატო არის ერთ-ერთი ჩვენი ძირითადი მიმართულება და იქ ახალი ხელმძღვანელი მნიშვნელოვანია.
საგარეო საქმეთა სამინისტროში მიდის მსჯელობა, ვინ შეცვლის ლევან დოლიძეს. შემიძლია 100%-ით დაგიდასტუროთ, რომ ეს იქნება ძალიან”, – განაცხადა დავით კერესელიძემ.
საგარეო უწყების პრესსპიკერს დოლძის შესაძლო შემცვლელის ვინაობა არ დაუკონკრეტებია.

banner
წინა სტატიაშიმარიუპოლში 26 და 27 იანვარი გლოვის დღეებია
შემდეგი სტატიავინ უხელმძღვანელებს შს სამინისტროს?- ღარიბაშვილმა ჭიკაიძის განცხადება დააკმაყოფილა