საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

რუსეთი ისევ არღვევს საქართველოს კონტროლირებად საჰაერო სივრცეს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში, “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შესრულების დროს, ქართველი სამხედრო მოსამსახურის, პირველი კლასის რიგითის ვასილ ყულჯანიშვილის დაღუპვის გამო.

უწყება საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითის ოჯახს, ახლობლებს და თანამებრძოლებს უსამძიმრებს.

“ეს არის დიდი დანაკლისი დაღუპულის ოჯახისათვის, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და სრულიად საქართველოსთვის. საგარეო საქმეთა სამინისტრო ქედს იხრის გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის წინაშე”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს სამძიმარში.

banner
წინა სტატიაშიქრთამის აღების ფაქტზე სკოლის დირექტორი დააკავეს
შემდეგი სტატიასოფელ ერგნეთში შეხვედრები განახლდა