საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

რუსეთი ისევ არღვევს საქართველოს კონტროლირებად საჰაერო სივრცეს

 რუსეთი ისევ არღვევს საქართველოს კონტროლირებად საჰაერო სივრცესსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2015 წლის 19 აგვისტოს, დილის 10:57 საათზე ოკუპირებული სოფელ ხელჩუას მიმართულებიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების „მი–8“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენმა გორის რაიონის სოფ. ზარდიაანთკარის მიმართულებით შემოფრენისას ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაეროსივრცე დაარღვია. უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციის მსგავსი ქმედებები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.

აღნიშნულ საკითზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“2015 წლის 17 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ სამხრეთის სამხედრო ოლქში დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რომლებიც ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებშიმიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნებში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეიარაღება, როგორიც არის ზალპური ცეცხლის რეაქტიულისაშუალებები «Град-М», «Ураган», «Смерч», 152 და 122 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცები «Мста-С» და Д-30, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი «Нона» და სხვა სამხედრო სისტემები. წვრთნები 18 სექტემბრამდეგაგრძელდება.

დღეს ჩრდილოეთ კავკასიაში და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დისლოცირებულ რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის საერთო საჯარისო არმია შეუდგა ახალი თაობის კავშირგაბმულობის საშუალებებისგამოყენებას საველე პირობებში. საველე წვრთნებში მონაწილეობს 2 ათასზე მეტი სამხედრო და გამოყენებულია 500 ერთეულზე მეტი კავშირგაბმულობის სპეციალური ტექნიკა.

სამხედრო წვრთნების პარალელურად გრძელდება რუსეთის მხრიდან საქართველოს მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევები. კერძოდ, 2015 წლის 19 აგვისტოს, დილის 10:57 საათზე ოკუპირებული სოფელ ხელჩუასმიმართულებიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების „მი–8“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენმა გორის რაიონის სოფ. ზარდიაანთკარის მიმართულებით შემოფრენისას ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაეროსივრცე დაარღვია. ინციდენტის შემდეგ ვერტმფრენმა ფრენა ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით განაგრძო.

რუსეთის ფედერაციის მსგავსი ქმედებები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან საერთაშორისოსამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას და ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულებას და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, უპირველესად, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს,სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს.”

banner
წინა სტატიაშიარასაპარლამენტო ოპოზიცია შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს
შემდეგი სტატიავიქტორ დოლიძე: ინსტიტუციებს მეტი პატივი უნდა ვცეთ