საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეპალში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონტაქტო ნომრებს აქვეყნებს

BBC: საქართევლოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამხრეთ ოსეთის «დემარკაცია» შეაფასა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ნეპალში მომხდარი მიწისძვრის გამო, რომელმაც ამ დროისთვის არსებული მონაცემებით მრავალი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, არიან დაშავებულები.

ნეპალში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ინდოეთში, ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე: +911147078602; +911149496000; +919560093233; +919560791004;

ამასთან, საქართველოს საელჩო ნეპალის შესაბამის სტრუქტურებთან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კომუნიკაციას აწარმოებს. ​

banner
წინა სტატიაშიევერესტზე 65 ალპინისტი დაიღუპა
შემდეგი სტატიასაცხობების მესაკუთრეები გაზის ტარიფის გაძვირებას აპროტესტებენ