საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვა

ვლადიმერ გურგენიძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა. პრემიერ-მინისტრის ბრძანება 23 ოქტომბრიდან გურგენიძის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების თანამდებობებს მიხეილ ჯანელიძე (პირველი მოადგილე), დავით დონდუა, გიგი გიგიაძე, დავით ჯალაღანია და ხათუნა თოთლაძე იკავებენ.

როგორც ,,თაიმერს” უწყებაში განუცხადეს გურგენიძემ საგარეო საქმეთა სამინისტრო და დაკავებული პოსტი საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

banner
წინა სტატიაში„სახელმწიფო მოტივირებულია ოპონენტების დისკრედიტაციისკენ“
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილის ესტონეთში ვიზიტი გრძელდება