საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკელ სენატორებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის კონგრესსა და სენატში შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ,,თაიმერს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

გიორგი კვირიკაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ მაიკ კანავეის, სენატორებს ორინ ჰაჩს და ჯონ კორნინს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ამერიკელ კანონმდებლებთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას, თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა სფეროში. ისაუბრეს რეგიონსა და საქართველოში არსებული უსაფრთხოების გარემოზე.

ამერიკელმა კონგრესმენებმა განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფების მიმართ.

banner
წინა სტატიაშისუს–ში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს