საგანგებო შტაბის გაქცეულ ცხოველებზე განცხადებას ავრცელებს

თბილისში 6 ლომს, 6 ვეფხვსა და 13 მგელს ეძებენ

სამაშველო ჯგუფები მობილიზებული არიან დედაქალაქის ყველა რაიონში, რათა შესაბამისი სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩატარდეს და დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება დროულად აღმოუჩინონ.
ძლიერი წვიმის გამო, თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ. საგანგებო შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს, არ აყვეს პანიკას და არ გაავრცელოს გადუმოწმებელი ინფორმაცია, ასევე, არ დატოვოს საცხოვრებელი ადგილები.
ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ყველაფერი კეთდება გაქცეული ცხოველების უმოკლეს დროში დასაბრუნებლად.

banner
წინა სტატიაშინარმანიას განცხადებით, ვერეს ხეობიდან მაშველებმა რამდენიმე ადამიანი გამოიყვანეს
შემდეგი სტატიათბილისში სტიქიის შედეგად ექვსი დაშავებული მოქალაქე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი