საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შსს-ს დაქვემდებარებაში გადავიდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შს სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისივე განცხადებით, მიღებულია საერთო გადაწყვეტილება და მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების სამსახური ცენტრალიზებული გახდა და შს სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.
“მიმდინარეობს გადაბარების პროცედურები საგანგებო სიტუაციების სამსახურში. მათ გამოეყოთ ცხოველების მართვის სამსახური და ის ცალკე ჩამოყალიბდა. მომზადდა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება დამტკიცებული. ჩვენთან რჩება ეს სამსახური და ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური. რაც შეეხება საგანგებო სიტუაციების სამსახურს, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი: ეს არის გამოწვევები, რომლებსაც ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ
შემდეგი სტატიაუკრაინაში კვლავ დაძაბულობაა-პრორუსი მებრძოლები მარიუპოლთან მიახლოებას ცდილობენ