საგანგებო რეჟიმში მუშაობს ამ წუთებში ყვარლის რაიონული საავადმყოფო

პოლიციელმა 75 წლის ბაბუა სცემა?!საგანგებო რეჟიმში მუშაობს ამ წუთებში ყვარლის რაიონული საავადმყოფო. ჰოსპიტალში რამდენიმე წუთის ინტერვალით 30-ზე მეტი ადამიანი შეიყვანეს–ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.

ყველა პაციენტს ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა. მიმართვიანობა იმდენად მაღალი იყო, რომ საავადმყოფოში თავისუფალი ადგილები აღარ დარჩა.პაციენტების უმეტესობა ყვარელში და ან ყვარლის რაიონის სოფლებში, ჭიკაანში, სარუსოსა და გავაზში ცხოვრობს. მოწამლულები ძირითადად 2 – დან 8 წლამდე მოზარდები არიან.

სამი ბავშვი გადის მკურნალობას ასევე თელავის საავადმყოფოშიც,როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოწამვლის მიზეზი სასმელი წყალი გახდა.მედიკოსების თქმით, პაციენტებს თავბრუსხვევა და გულისრევის სიმპტპომები ჰქონდათ.

დაზარალებულთა ნაწილი ჰოსპიტალში სასწაფო დახმარბეის ბრიგადებმა გადაიყვანეს, ნაწილი კი საავადმყოფოში ადგილობრივებმა საკუთარი ძალებით მიიყვანეს.

გავრცლებული ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტებში, საიდანაც მოსახლეობის კლინიკებში გადაყვანა მოხდა, წყლის მიწოდებაც შეწყდა.უკვე აღებულია წყლის სინჯები და პასუხები სავარაუდოდ დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიახალგაზრდა სისხლს შეუძლია მოხუცის ტვინი გააახალგაზრდავოს
შემდეგი სტატიაბრიტანეთი: კალეს მიგრანტების პრობლემა მოგვარებულია