საგანგებო მობილიზება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან განსაკუთრებული მობილიზებაა.

კახეთის გზატკეცილის გარდა გადაკეტილია მოძრაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარედ, მოქალაქეებს არ უშვებენ სამინისტროს მახლობლად არსებული საცხოვრებელი უბნის ტერიტორიაზე. სავარაუდოდ, სპეც-ოპერაცია წუხელ პოლიციელის მკვლელობას და ეჭვმიტანილის ძებნას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ ვარკეთილში მოხდა. უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა.

მოგვიანებით ერთ-ერთი მათგანი, ბექა მარგიშვილი გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს კი მკურნალობა უტარდება.

მომხდარზე გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიმართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს
შემდეგი სტატიასაპატრიარქო რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიერ აფხაზეთიდან ჩასული მღვდელმსახურების მიღებას ეხმაურება