საგამოძიებო სამსახურმა კასპის გამგეობის თანამშრომელი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი აკაკი ბერიანიძე დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, 180 000 ლარის სანაცვლოდ, მის მიერ ყალბად დამზადებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში და სასაქონლო ზედნადებში ფიქტიურად მიუთითა, თითქოს შპს “მარიკო”-მ ერთ-ერთ კომპანიას გაუწია ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების საკონსულტაციო მომსახურეობა. დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშინატო მალე ტექნიკის რუმინეთში განთავსების საკითხს გადაწყვეტს
შემდეგი სტატიაIRI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა