საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა

საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა. როგორც “თაიმერს” თბილისის მერიიდან აცნობეს , 2 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით, დედაქალაქში ჩასატარებელ ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით, მომსახურე პერსონალისა და მონაწილეთა პირთა შეუფერხებელი და დროული გამოცხადების მიზნით, საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა.
მერიის ინფორმაციით, დამატებითი მარშრუტები დაინიშნა მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრიდან” მუხიანის დასახლებაში არსებული #175 საჯარო სკოლისა და მეტროსადგურ ,,ვარკეთილიდან” მე-3 მასივში არსებული #117 საჯარო სკოლის მიმართულებით. ასევე დამატებითი მოძრავი შემადგენლობა იქნა გათვალისწინებული მეტროსადგურ ,,დელისიდან” ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის #13 მარშრუტზე. დამატებითი მარშრუტები 06:30 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებენ.
“გარდა ამისა, დედაქალაქში სხვასხვა საგამოცდო ცენტრებამდე დროულად გადაადგილების მიზნით ამჟამად მოქმედ №14, 21, 24, 51, 140, 150 მარშრუტებზე განისაზღვრა დამატებითი მოძრავი შემადგენლობები”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
შემდეგი სტატიასაბერძნეთის პრემიერი ერთ საათში მოსახლეობას მიმართავს