საბურთალოს გამგებელი ბექა მიქაუტაძე ქვირიას დაკავებას ადასტურებს

საბურთალოს გამგებელი ბექა მიქაუტაძე ქვირიას დაკავებას ადასტურებს

beqa miqautadzeანტიკორუფციული სამსახურის წარმომადგენლებმა საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომელი მიხეილ ქვირია დააკავეს. ტელეკომპანია “რუთავი 2”-ის ინფორმაციით, საბურთალოს გამგებელი ბექა მიქაუტაძე ქვირიას დაკავებას ადასტურებს, თუმცა მისთვის უცნობია, კონკრეტულად რის გამო აიყვანეს იგი. საბურთალოს გამგებელი გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილსაც გამოთქვამს და შესაბამის უწყებებს მოუწოდებს საქმეში არსებული დარღვევები დეტალურად გამოიძიოს.
მიქუტაძის განმარტებით, დაკავებული საბურთალოს გამგეობაში 2010 წლიდან მუშაობდა. მიხეილ ქვირია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დეპარტამენტში წამყვანი სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა.

banner
წინა სტატიაშიკომაში ჩავარდნილი ლარი და ცეცხლწაკიდებული ბაზრები
შემდეგი სტატია„შენახვა“ – ხელოვნება თაფლში+ (FOTO)