საბერძნეთში 40-მდე ქართველია დაკავებული

საბერძნეთში საქართველოს ელჩის იოსებ ნანობაშვილის ინფორმაციით, საბერძნეთში არალეგალურად ყოფნისთვის 40-მდე ქართველია დაკავებული, თუმცა ისინი ამ ეტაპზე არ შიმშილობენ, – ამის შესახებ ნანობაშვილმა  გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, ათენის წინასწარი დაკავების იზოლატორში 40 ქართველი შიმშილობს.
როგორც ნანობაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული 40 ადამიანი გუშინ არ დაუკავებიათ, არამედ ეს დაახლოებით, ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში დაკავებულთა საერთო რაოდენობაა.
“მცირე ინციდენტი იყო გუშინ საღამოს, თუმცა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გუშინ საღამოს ყველა დაკავებულმა საკვები მიიღო. დღეს დილის მდგომარეობით, შიმშილობა არ მიმდინარეობს. ამ დროისთვის კონსული და პოლიციის ატაშე არიან დაკავების იზოლატორში, გაცემულია ოფიციალური ნებართვა, რომ ჩვენ იქ ვიყოთ და დავაკვირდეთ პროცესს”, – განაცხადა ნანობაშვილმა.
მისივე თქმით, საკონსულოს დაწყებული აქვს ყველა საჭირო პროცედურა, იქნება ეს უკან დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა და თუ სხვა რისი საჭიროებაც დადგება. “ასე რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს”,-დასძინა ელჩმა.
რაც შეეხება შიმშილობის შესახებ ინფორმაციას, ელჩის თქმით, საბერძნეთში მყოფმა ადგილობრივმა ქართველებმა დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელეს.
“იქ იყო უკმაყოფილება პირობებით პირველ ეტაპზე და ჩვენ რაც ჩავერთეთ, ყველამ მიიღო საკვები, ადგილზე კონსულისა და პოლიციის ატაშეს ჩართულობით მონიტორინგი მიდის, თუ როგორ არის დაცული მათი უფლებები”, – განმარტა ნანობაშვილმა.
როგორც საბერძენთში საქრათველოს ელჩმა აღნიშნა, ეს არ არის ქართველების მიმართ ღონისძიება, არამედ ზოგადად, უცხოელი მოქალაქეების ლეგალურად ყოფნის საკითხს ამოწმებენ.
“3 ოქტომბერს დაკავებულ იქნა 9 ქართველი და 3 სხვა ქვეყნის მოქალაქე. ეს არ არის ქართველების მიმართ ღონისძიება, არამედ ზოგადად, ამოწმებენ უცხოელი მოქალაქეების ლეგალურად ყოფნის საკითხს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი არაფერი მოქალაქე არალეგალურად არის ამ ქვეყნაში”, – განცხადა ნანობაშვილმა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, საკონსულოსთვის არავის მიუმართავს.
“ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას ჩვენი წყაროებიდან და ბერძენი სამართალდამცველებიდან”, – აღნიშნა ნანობაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივიცე-მერმა “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნა უკომენტაროდ დატოვა
შემდეგი სტატიაოპოზიციამ უნდა გადავიბაროთ ქალაქის ხელმძღვანელობა – ირაკლი ღლონტი