საბერძნეთში 25 წლის ქართველი ახალგაზრდა დაიკარგა- ოჯახი დახმარებას ითხოვს

ჯინჭარაძეების ოჯახი საბერძნეთში დაკავებულ ახალგაზრდას ეძებს. 25 წლის როლანდ ჯინჭარაძე, რომელიც სამი წლის წინ დააკავეს, ოჯახის წევრების თქმით გაუჩინარდა. ჯინჭარაძე, 2 კვირის წინ წინ ფილტვების დაავადებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა უკვე მეშვიდე დღეა ოჯახმა მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იცის.

ჯინჭარაძის დედა, მზეო ჯინჭარაძე აცხადებს, რომ მან უკვე მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუმცა პასუხი ვერ მოისმინა.

“მითხრეს, რომ 24 საათში შემატყობინებდნენ პასუხს, თუმცა ამის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა. აღარ შემიძლია, აღარ ვიცი რა ვიფიქრო. ძალიან ვთხოვ ყველას, დამეხმარონ. ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო და ის ციხის საავადმყოფოდან ვერ გაიქცეოდა. ის რამდენიმე წელია საბერძნეთში იმყოფება. სამი წლის წინ დააკავეს და სასჯელს იხდის ათენში. რამდენიმე დღის წინ ფილტვებში წყალი ჩაუდგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ავადმყოფობის მიზეზი საბერძნეთის ციხის უყურადღებობაა, ექიმს ითხოვდნენ და არ მიჰყავდათ. უკვე მე-7 დღეა ვერ ვპოულობთ. კონსული იყო საავადმყოფოში მისული, თუმცა ერთადერთი რა ინფორმაციაც გამოიტანა, იყო ის, რომ ჩემი შვილის ადგილსამყოფელს ვერ პოულობენ”, – აცხადებს მზეო ჯინჭარაძე.

როლანდ ჯინჭარაძე სასჯელს საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის იხდიდა და საბერძნეთის ციხე დაახლოებით 2 კვირაში უნდა დაეტპვებინა.დაკარგულის ოჯახი, ახლობლები და მეგობრები საპროტესტო აქციის გამართვას მთავრობის კანდცელარიასთან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გეგმავენ. ისინი სახელმწიფოსგან დახმარებას და 25 წლის ახალგაზრდას ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კოპლატაძე: თურქეთის დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველომ თურქეთს ნოტით მიმართა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: საკმარისია უცხოეთში წავიდეთ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება საქართველოში