საბერძნეთში ,,შავ ორშაბათს,, ელოდებიან…

საბერძნეთის პრემიერმა ალექსის ციპრასმა ბერძნებს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის რეფორმების წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდა–ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

დღეს  დილით ადრე საბერძნეთის პარლამეტრმა რეფერენდუმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. რეფერენდუმზე მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს ქვეყანამ უნდა მიიღოს თუ არა საერთაშორისო კრედიტორების მიერ კრიზისიდან გამოსასვლელად შემოთავაზებული გეგმა.

პრემიერმა ციპარისმა პარლამენტში გამოსვლისას მოქალაქეებს მოუწოდა რეფერენდუმზე გადაჭრით უთხრან უარი იმ «დამამცირებელ» წინადადებებს, რასაც საერთაშორისო კრედიტორები სთავაზობენ საბერძნეთს მრავალრიცხოვანი ვალების გამო.
«კრედიტორებისთვის დადგება დღე, როცა ისინი მიხვდებიან, რომ საბერძნეთი არ ნებდება, რომ საბერძნეთისთვის თამაში ჯერ არ დასრულებულა… დარწმუნებული ვარ, რომ ბერძენი ხალხი ულტიამტუმს უარს ეტყვის» – განაცხადა ციპარისმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტიან ლეგარდმა თავის მხრივ საბერძნეთი გააფრთხილა, რომ რეფერენდუმს იურიდიული ძალა არ ექნება: «იურიდიული კუთხით, რეფერენდუმზე საუბარი იქნება შემოთავაზებებსა და ზომებზე, რასაც იმ დროისთვის ძალა ექნება დაკარგული» – თქვა ლეგარდმა.
ციპარისის კრიტიკით გამოვიდა ასევე ოპოზიციონერი და ექს პრემიერ-მინისტრი ანტონის სამარასი, რომელმაც თქვა, რომ რეფერენდუმის შედეგი ევროზონის დატოვება შეიძლება აღმოჩნდეს.
რეფერენდუმის შესახებ გადაწყვეტილებას 300-დან 179-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
ლეგარდის თქმით, თუკი საბერძნეთის მთავრობა მზად არის მოლაპარაკების მაგიდასთან ხელახლა დაჯდეს… ,,ამის შანსები ისევ არსებობს,,

,,ბიბისის,, ცნობით კი, ორშაბათს ალბათ საბერძნეთის ბანკები უქმედ დღედ გამოაცხადებენ და მომხმარებელთათვის დახურული იქნებიან…

ევროპის ცენტრობანკი, დღეს კვირას, დღის მეორე ნახევარზე შეიკრიბება, რათა განიხილოს საბერძნეთის სიტუაცია და  ბერძნული ბანკების ექსტრემალური დახმარების პროგრამის გაგრძელების მიზანშეწონილობა… თუმცა ,,ბიბისი,, საკუთარ, გავლენიან წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ,,ეცბ,, ამ პროგრამას არ გააგრძელებს, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საბერძნეთის ბანკების ლიკვიდურობას… რის გამოც ისინი იძულებული გახდებიან, რომ ხვალ, ორშაბათი ბანკებისათვის არასამუშაო დღედ გამოაცხადონ და ფულის მიმოქცევაზე კონტროლი დააწესონ.

 

banner
წინა სტატიაშიდალაი-ლამა გლასტონბერის როკ ფესტივალზე მივა
შემდეგი სტატიატუნისში ტერორის წინააღმდეგ მარში გაიმართა