საბერძნეთში საქართველოს ელჩი: დაკარგული როლანდ ჯინჭარაძე ნაპოვნია

საბერძნეთში საქართველოს ელჩის, იოსებ ნანობაშვილის განცხადებით, დაკარგული ქართველი,  როლანდ ჯინჭარაძე ნაპოვნია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ საბერძნეთში საქართველოს კონსული იმ საავადმყოფოში მიემგზავრება, რომელშიც ის ბადრაგმა გადაიყვანა.

“ქართული მხრიდან ყველა პროცედურა არის დასრულებული. უკან დასაბრუნებელი მოწმობა არის გაცემული, რეადმისიის პროცესშია ჩართული. ყველანაირი ინციდენტი ამოწურულია. საკონსულო კავშირშია მის მშობლებთან”, – განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში სამი წლის წინ დაკავებული 25 წლის როლანდ ჯინჭარაძის მშობლები შვილის ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვდნენ, რომელიც  დაახლოებით ორი კვირის წინ ფილტვების დაავადებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა უკვე მეშვიდე დღეა ადგილსამყოფელს ვერ პოულობდნენ.

 

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: ყველა პოლიტიკოსს აქვს თმენის ვალდებულება
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: დასავლეთ ევროპაში არავინ არავის არ ახვედრებს გამზადებულ, მზამზარეულ სამსახურს