საბერძნეთში მცხოვრები ქართველები უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ ვითარებაზე საუბრობენ

საბერძნეთში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება

ათენში მცხოვრები ქართველები საბერძნეთში არსებულ უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ ვითარებაზე საუბრობენ. ქვეყანაში ამ დროისთვის შეჩერებულია როგორც ფულადი გზავნილების განხორციელება, ასევე სატვირთო გადაზიდვები. იქ მცხოვრები ქართველები ვერც ხელფასის აღებას და ვერც საქართველოში თანხის გადმორიცხვას ახერხებენ.

საბერძნეთში გამოცხადებული საბანკო მორატორიუმი აისახა საქართველოში მყოფ იმ ოჯახებზეც, რომლებიც საბანკო კრედიტებს სწორედ უცხოეთიდან გამოგზავნილი თანხით იხდიან.

ექსპერტების შეფასებით საბერძნეთში არსებული პრობლემის გამო თავდაპირველად საქართველოში გზავნილებმა შესაძლოა 4-5 მილიონით დაიკლოს, თუმცა მთავარი პრობლემა საბერძნეთის გრძელვადიანი კრიზისია, რომელიც იქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უმუშევრობით ემუქრება.

საბერძნეთი საერთაშორისო გადმორიცხვებით საქართველოში რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. ქვეყნის კომერციულ ბანკებში საბერძნეთის მსხვილი ქალაქებიდან ყოველთვიურად საშუალოდ 17 მილიონამდე ამერიკული დოლარი ირიცხება.

banner
წინა სტატიაშიერევანში აქციის ორგანიზატორებმა ბრძოლის ფორმატის გაფართოვება დაანონსეს
შემდეგი სტატიასაბერძნეთმა მილიარდ 600 მილიონიანი ვალი ხვალამდე უნდა დაფაროს- მოსახლეობას ბანკებიდან მხოლოდ 60 ევრომდე გატანის უფლება აქვს