საბერძნეთში დუმილის დღეა

საბერძნეთში დუმილის დღეა. ქვეყანა მორიგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, რომელიც ხვალ გაიმართება.

საბოლოო განცხადებები პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებთან შეხვედრების დროს გააკეთეს.

საბერძნეთის პრემიერ–მინისტრმა ამომრჩეველს მოუწოდა, წყალში არ გადაყაროს ის ძალისხმევა, რომელიც მოსახლეობამ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის პერიოდში გაიღო.

სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, არჩევნებში გამარჯვებას ოპოზიციურ მემარცხენე პარტიას უწინასწარმეტყველებენ. ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, საბერძნეთმა ევროზონა დატოვოს.

banner
წინა სტატიაშივინ შეცვლის ალექსანდრე ჭიკაიძეს?
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატები” ვადამდელი არჩევნების აუცილებლობას ვერ ხედავენ