საბერძნეთში ბანკები დეფოლტის შიშით ერთი კვირით დაიკეტა

დღეიდან ერთი კვირის მანძილზე დეფოლტის გაზრდილი საშიშროების გამო საბერძნეთში ბანკები დაიკეტა. მთავრობამ ასევე ლიმიტი დააწესა ბანკომატებიდან თანხის გამოტანაზე – დღეში შესაძლებელია მხოლოდ 60 ევროს გამოტანა. საფონდო ბირჟაც დაკეტილია.
ამის შესახებ გადაწყვეტილება ევროპის ცენტრალური ბანკის დადგენილების შემდგემ მიიღო საბერძნეთის მთავრობამ. ბანკმა ექსტრემალური დახმარების შესახებ საბერძნეთს უარი განუცხადა.
სამთავრობო დადგენილებაში, რომელიც კვირა საღამოს საბერძნეთის მთავრობის სხდომის შემდეგ გასაჯაროვდა, ნათქვამია “ქვეყნის ფინანსური სისტემის დაცვის” შესახებ.

საბერძნეთის პრემიერმა ალეკსის ციპარისმა ბერძნებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ანაბრებს პრობლემები არ შეეხება.
საბერძნეთმა 30 ივნისამდე საერთაშორისო სავალურო ფონდს 1,6 მილიარდი ევრო უნდა გადაუხადოს. უკანასკნელი კვირის მანძილზე ბერძნებმა დაახლოებით მილიარდი ევრო მოხსნეს ბანკებიდან.

banner
წინა სტატიაშითბილისის რაიონების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდა
შემდეგი სტატიაურჩი მძღოლების ნაწილს გაფრთხილება მიეცა, ნაწილს კი 2 კვირით მიკროავტობუსის მართვა აეკრძალა