საბერძნეთში ბანკები გაიხსნა

აბერძნეთში ბანკები გაიხსნა

აბერძნეთში ბანკები გაიხსნაბერძნული ბანკები სამკვირიანი შესვენების შემდეგ ფუნქციონირებას იწყებს, თუმცა მთავრობის მიერ დაწესებული კონტროლი არ იხსნება.

“კაპიტალსა და ფულის მოხსნაზე კონტროლი ისევ რჩება, მაგრამ ჩვენ ახალ ეტაპზე გადავდივართ, რომელიც, იმედი გვაქვს რომ ნორმალურ სტადიაზე დაგვაბრუნებს” – განაცხადა ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა ლუკა კატსელმა.
ახლა ბერძნებს ისევ მხოლდო 60 ევროს მოხსნა შეუძლიათ ბანკომატებიდან, რომელიც მალე კვირაში 420 ევროიანი ლიმიტით შეიცვლება. ახალი საბანკო ანგარიშები არ იხსნება, ასევე კაპიტალის საზღვარგარეთ გატანაზე კონტროლი წესდება.
მიუხედავად ამისა, ხალხს მომსახურების შეცვლის იმედი აქვს.
ამასთანავე ტაქსები და რესტორნები დღეიდან მკაცრი ეკონომიკური რეფორმების შემოღებას პირველები იგრძნობენ, მათთვის დამატებითი ღირებულების გადასახადი 13-დან 23 %-მდე გაიზარდა.
დღეს საბერძნეთი ასევე ევროპის ცენტრალური ბანკის ვალს გადაიხდის.

banner
წინა სტატიაშისაპატრულო ეკიპაჟი 14 წლის ბავშვს დაეჯახა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ფესტივალის დასრულებისთანავე, ოლიმპიურ სოფელს საჩუქრად გადავცემთ დევნილებს