საბერძნეთმა მილიარდ 600 მილიონიანი ვალი ხვალამდე უნდა დაფაროს- მოსახლეობას ბანკებიდან მხოლოდ 60 ევრომდე გატანის უფლება აქვს

საპროტესტო გამოსვლები საბერძნეთში ისევ პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.

საბერძნეთის მოსახელობა ცდილობს ბანკებიდან ანაბრების გატანას, თუმცა ხელისუფლებამ გარკვეული შეზღუდვები დააწესა. დღეში მოსახლეობას ანგარიშიდან მხოლოდ 60 ევრომდე გატანის უფლება აქვს. დეფოლტის საფრთხის გამო საბერძნეთის მთავრობამ ერთი კვირით ბანკები დახურა. შეჩერებულია საერთაშორისო გადარიცხვებიც.

დეფოლტისა და ევროზონის დატოვების საფრთხის წინაშე მდგარი საბერძნეთი კრიზისის გამწვავებაში ევროპის ლიდერებს და კრედიტორებს ადანაშაულებს. ქვეყნის პრემიერმა მათთან მოლაპარაკებები შეწყვიტა და რეფერენდუმი დანიშნა, რომელიც 5 ივლისს უნდა გაიმართოს. მოსახლეობა გადაწყვეტს თანხმდება თუ არა ევროჯგუფის ახალ პირობებს, რომელიც ხარჯების შემცირებას და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საგადასახადო სექტორშიც რეფორმების გატარებას ითვალისწინებს.

საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მილიარდ 600 მილიონი ევროს ვალი ხვალამდე უნდა გაისტუმროს. ქვეყნის პრემიერი მის გადავადებას მოითხოვდა, თუმცა უარი მიიღო.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთში მცხოვრები ქართველები უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ ვითარებაზე საუბრობენ
შემდეგი სტატიასუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთები ხვალიდან გაიყიდება