საბერძნეთი რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას აღრმავებს

who-is-panos-kammenos.w_hrნატოს წევრი საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა პანოს კამენოსმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსგან, სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებში მოლაპარაკებებისათვის, მოსკოვში მიწვევა მიიღო. საბერძნეთის თავდაცვის უწყების მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი მზადაა შეხვდეს მის რუს კოლეგას და მასთან ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის ურთიერთობისა და შესაძლო სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილოს.
თავდაცვის მინისტრი ამ დღეებში შეხვდა რუსეთისა და აშშ-ს ელჩებს საბერძნეთში. რუსეთის ელჩმა მას შოიგუს ოფიციალური მიწვევა გადასცა ხილო აშშ-ს ელჩთან კამენოსმა ნატოსთან და აშშ-სთან ორხმრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.
მიუხედავად ნატოს წევრობისა, საბერძნეთი რუსეთისაგან ყიდულობს ჰაერ-თავდაცვით კომპლექსებს, სამხედრო გემებს და სხვა სახის შეიარაღებას. დაგეგმილია აგრეთვე ბერძენი სამხედრო კურსანტების რუსეთში სასწავლებლად გაგზავნა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განაცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძის ინიციატივას თბილისის საკრებულო დაეთახმა