საბერძნეთი: მთავრობის წინააღმდეგ პირველი პროტესტები

საბერძნეთი: მთავრობის წინააღმდეგ პირველი პროტესტები

საბერძნეთი: მთავრობის წინააღმდეგ პირველი პროტესტებიათენში ანტისამთავრობო მიტინგზე დემონსტრანტებს და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ქუჩაში დაახლოებით 450 ადამიანი გამოვიდა. დემონსტრაციის შემდეგ კი არეულობები დაიწყო.
დემონსტრანტები ცეცხლწაკიდებულ ბოთლებს და ქვებს ესროდნენ პოლიციელებს, ტეხავდნენ მაღაზიის ვიტრინებს და წვავდნენ მანქანებს.
ისინი მთავრობას დაპირებული მკვეთრი ეკონომიკური პოლიტიკის შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. კვირის დასაწყისში მთავრობის მიერ დადებული შეთანხმებით საბერძნეთისადმი კრედიტების მიწოდება გაგრძელდა ფინანსური რეფორმების სანაცვლოდ.
ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა დადებითად შეაფასეს რეფორმების გეგმა, რომელიც საბერძნეთის მთავრობამ წარადგინა და მოქმედი საკრედიტო ეტაპი ოთხი თვით გაუგრძელეს. საბერძნეთის ახალ მთავრობას უარის თქმამ მოუწია პრივატიზაციის გაჩერების იდეაზე, ასევე სოციალური დახმარებების და მინიმალური ხელფასის მომატებაზე, როგორც ეს წინასაარჩევნო დაპირებაში იყო ნათქვამი.
ძირითად ზომებს შორის, რომელიც საბერძნეთის მთავრობამ უნდა განახორციელოს კორუფციასთან ბრძოლა და გადასახადების ზღვარის დაწევაა.
საბერძნეთში ფიქრობენ, რომ ეს შეთანხმება პრემიერ-მინისტრის ალექსის ციპრასას სერიოზული უკუსვლაა, რადგან ზუსტად მისი მოწოდება იყო საბერძნეთში ახალი ეკონომიკური რეფორმების გატარება.
შეთანხმებამ პარტია „სირიზშიც“ დიდი უთანხმოება გამოიწვია.
დაპირება, რომელიც საბერძნეთმა კრედიტების გაგრძელების სანაცვლოდ დადო:
1. გადასახადებისაგან თავის აცილების წინააღმდეგ ბრძოლა.
2. კორუფციასთან ბრძოლა,
3. ვალდებულება, რომ უარი არ თქვას უკვე დაწყებულ პრივატიზაციებზე,
4. მინიმალური ხელფასის გაზრდაზე უარის თქმა,
5. „ჰუმანიტარული კრიზისის“ წინააღმდეგ ბრძოლა: უმუშევრებისთვის უფასო სამედიცინო დაზღვევის და უსახლკაროებისთვის საცხოვრებელი ფართების გარანტია,
6. ხელფასების რეფორმები სახელმწიფო სექტორში.
7. საპენსიო ფონდის გაზრდა თანხების კონსოლიდაციის ხარჯზე,
8. სამინისტროების 16-დან 10-მდე შემცირება.

banner
წინა სტატიაშისავჩენკო შესაძლებელია უახლოეს დღეებში მოკვდეს
შემდეგი სტატიაასაკთან ერთად ლეიკემიის დადგომა თითქმის გარდაუვალია